ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის ინდუსტრია ინტერნეტ რეკლამაზე ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს

ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ინდუსტრია ინტერნეტ რეკლამაზე უფრო მეტის დახარჯვას გეგმავს, ვიდრე ტრადიციულ რეკლამაზე ერთად აღებული.

კომპანია Cadent Consulting Group-ის კვლევის თანახმად, კომპანიები, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის რეალიზებასა და წარმოებას ახდენენ, მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამაზე ბიუჯეტის 19,9%-ის დახარჯვას გეგმავენ, ტრადიციულ რეკლამაზე კი 13,3%-ის.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამავე კომპანიებმა ინტერნეტ რეკლამაზე ბიუჯეტის 15,9% დახარჯეს, ტრადიციულ რეკლამაზე კი 15,5%. 2012 წელთან შედარებით კი, ეს მაჩვენებელი თითქმის გასამმაგებულია.

ამავე კვლევის თანახმად, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ინდუსტრია წელს მარკეტინგზე 225 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც ასევე ითვალისწინებს ვაჭრობასა და სამომხმარებლო პრომოციაზე ხარჯებს.

Cadent Consulting Group-ის კვლევის ფარგლებში 600-მა ბრენდ მარკეტერმა მიიღო მონაწილეობა.

bpn