ლარი თითქმის ყოველდღიურად მყარდება, თუმცა ეს ფაქტორი საწვავის ფასზე გავლენას ჯერჯერობით ვერ ახდენს. ბენზინისა და დიზელის ღირებულება თებერვლის ბოლოს, ისევ ზრდის მიმართულებით შეიცვალა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ საწვავის ბაზარი მიმოიხილა. აფბას ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ხელოვნურად დაჭერილი ფასები და არაჯანსაღი გარემოა.
შენიშვნებს არ იზიარებენ საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიები. ლუკოილში აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული მაღალი კონკურენცია არცერთ ბიზნესმენს ფასების ხელოვნურად დაჭერის შესაძლებლობას არ მისცემს.
იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის გამყარება საწვავის ფასის კლების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა აცხადებენ, რომ ვალუტის კურსის გარდა, საწვავის ღირებულებას სხვა ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის 15 ოქტომბრის შემდეგ ერთი ლიტრი საწვავის ფასი საქართველოში დაახლოებით 40-60 თეთრით გაძვირდა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე