მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი, რომელიც ამჟამად 8733 ჰა-ს შეადგენს, 1399.82 ჰა-ით მცირდება და 7333.18 ჰა იქნება.
შესაბამისი ცვლილებები ”მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წარუდგინა.
როგორც სამინისტრო განმარტავს, განხორციელდა მაჭახელას ეროვნული პარკის დემარკაცია და დემარკაციის დროს, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნა დაცული ტერიტორიისათვის არატიპიური ინფრასტრუქტურა (სასაფლაოები, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა), ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც კონსერვაციული ღირებულება არ გააჩნიათ ან არ შეესაბამებიან ”დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.
დემარკაციამდე მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი შეადგენდა 8733 ჰა-ს, დემარკაციის შედეგად ეროვნული პარკის ფართობი მცირდება 1399.82 ჰა-თი და 7333.18 ჰა-ს შეადგენს.
კანონში ხორციელდება მაჭახელას ეროვნული პარკის ახალი კოორდინატების ასახვა.