გუდაურში კონტეინერების ფორმის სასტუმრო Quadrum-ის მშენებლობა დასრულდა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა დათო ხმიადაშვილმა უთხრა.
მისივე ცნობით, სასტუმროს მშენებლობა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო.
„სასტუმროს კონტეინერის ფორმა აქვს, ძირითად მასალად კი ნატურალური ხეა გამოყენებული. Quadrum-ი დაახლოებით 30 ადამიანს მოემსახურება. რაც შეეხება ნომრებს, სასტუმრო 14 სხვადასხვა ნომრისგან შედგება. მათ შორის გვაქვს როგორც ეკონომკლასის ნომრები, ისე ლუქსები,“-ამბობს ხმიადაშვილი.
სასტუმრო Quadrum-ი ოფიციალურად ხვალ იხსნება.