ალბანეთმა შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს

ალბანეთმა შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, შესაბამისი მზაობა ალბანეთის მხრიდან უკვე გამოითქვა. საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგა ტაბატაძემ განაცხადა, რომ ალბანეთი ზაფხულის პერიოდში აწესებს თვენახევრიან უვიზო რეჟიმს ტურისტული მიზნებისთვის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაშიც.

„ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა იმ კუთხით, რომ უვიზო მიმოსვლის სრული რეჟიმი ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეებს. ალბანეთის მოქალაქეები ჩვენთან უვიზოდ შემოდიან და აქედან გამომდინარე ჩვენც გვსურს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სრულად ისარგებლონ ალბანეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით“, - განაცხადა ტაბატაძემ.