პარლამენტი მეორე მოსმენით ”საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და მის თანმდევ კანონპროექტებს იხილავს.
პროექტის თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოს ეროვნული ბანკი განისაზღვრება.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია მთავრობა.
პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გუშინდელ სხდომაზე, 92 ხმით - ერთხმად მიიღო. პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.