თბილისში მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური ათი თეთრით, 40-დან 50 თეთრამდე გაძვირდა. სპეციალისტები ამ ფაქტს ლარის კურსის გაუფასურებასა და საწვავის გაძვირებას უკავშირებენ.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მგზავრობის საფასურის ზრდის პროცესი კიდევ გაგრძელდება. დავით მესხიშვილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ თბილისის მიკროავტობუსი მომხმარებლებს ღირებულების შესაბამის მომსახურებას ვერ სთავაზობს.
განსხვავებულად ფიქრობენ კომპანიაში. თბილისის მიკროავტობუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში იმ მიზეზებს განმარტავენ, რამაც მგზავრობის გაძვირება გამოიწვია. ნათია მიქიაშვილი 80 თეთრიანი ტარიფების ზრდის მიმართულებით დაკორექტირებას კატეგორიულად გამორიცხავს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე