საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს. როგორც სებ-ი იუწყება, ორ განსაკუთრებულ თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნება.
”საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თარიღებთან დაკავშირებულ არაერთ ღონისძიებასა და პროექტს საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვებით უერთდება.
ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მარტს, მონეტების დიზაინის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საჯაროა და მასში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=378”, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.