2016 წელს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა.
ამის შესახებ, „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის - უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, ბაზარზე 2016 წელს 89 120 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 20.2%-ით მეტია.
2016 წელს ყველაზე მეტი ტრანზაქცია თბილისში დაფიქსირდა - 34 440 ერთეული, რაც მთლიანი გაყიდვების 38.6%-ია, მეორე ადგილზეა კახეთი - 10 666 ერთეული (12.0%), ხოლო მესამეზე აჭარა - 8 551 ერთეულით (9.6%).
დედაქალაქში 2016 წელს ყველაზე მეტი ტრანზაქცია ვაკეში დაფიქსირდა - 6 892 ერთეული, რაც დედაქალაქის გაყიდვების 20.0%-ია. გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე და მესამე ადგილებზეა საბურთალო - 5 909 ერთეულით და სამგორი 3 748 ერთეულით.