სამგორის რაიონში საგზაო სამუშაოები სამ მისამართზე დასრულდა 14 მისამართზე კი გრძელდება. სამგორის გამგეობის ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოების საერთო თანხა 412000 ლარს შეადგენს.
ასფალტის საფარი კი 8 200,9 კვ/მეტრზე დაიგო.
მიმდინარე სამუშაოების სახელშეკრულებო ფასი 15 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი იქნება 28215 კვ/მეტრი ასფალტის საფარი და ბორდიურებით მოეწყობა 3338 კვ/მ ტროტუარი. კეთილმოწყობით განიტვირთება რაიონის ქუჩები და გადაიჭრება წლების განმავლობაში არსებული გადაადგილების პრობლემა.
სულ ჯამში ამ დროისათვის დასრულებული და მიმდინარე საგზაო სამუშაოები სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე 17 მისამართზე მიმდინარეობს საერთო თანხით 1882082,3 ლარი. სამუშაოს მოცულობა 36415,9 კვ/მეტრს შეადგენს.
2017 წელს დაგეგმილია არაერთი ახალი, ინფრასტრუქტურული და საგზაო სამუშაო, რაც რაიონის მაცხოვრებლებისთვის კომფორტის შექმნას ემსახურება.