თელეთი-ტაბახმელას შორის ტერიტორიაზე 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთსა და სოფელ ტაბახმელას (მთაწმინდის რაიონი) შორის არსებულ ტერიტორიაზე 70 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება.

საუბარია, გოლფის საერთაშორისო სტანდარტების მქონე 18 წერტილიანი მოედნის გაკეთებაზე.

თელეთიდან ტაბახმელამდე არსებულ ტერიტორიაზე ინვესტორმა უკვე შეიძინა რამდენიმე ჰექტარი, სადაც გოლფის მოედნის გარდა, კოტეჯების, კვების ობიექტების, მაღაზიებისა და მცირე სასტუმროების განთავსდებაა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, გოლფის მოედნების მოწყობა კი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

წყარო: "ინფო რუსთავი"