მრავალსართულიანი პარკინგების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მრავალსართულიანი პარკინგები 10 ლოკაციაზე აშენდება.
”დასრულდა მრავალსართულიანი პარკინგების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. თბილისის მერიამ ჩაიბარა აღნიშნული დოკუმენტი და ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება უახლოეს მომავალში. 10 ლოკაციაა შერჩეული საკმაოდ დატვირთული ადგილები, სადაც დიდია მოთხოვნა პარკინგებზე. ასე რომ, ამ ადგილებში აშენდება მრავალსართულიანი პარკინგები”, - განაცხადა ნარმანიამ.