65 წლამდე პენსიაზე გასვლა ბევრი ადამიანის ოცნებაა. ამის შესაძლებლობას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, როგორიცაა: ხელფასი; დანაზოგი და ცხოვრების ღირებულება.
იმის დასადგენად, თუ რომელი ქალაქებია ამერიკაში საცხოვრებლად საუკეთესო, სადაც მოქალაქეებს პენსიაზე ადრე გასვლა შეეძლებათ - MagnifyMoney-მ აშშ-ის 217 ქალაქი შეისწავლა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პენსიაზე გასასვლელად საუკეთესო 10 ქალაქი ასე გამოიყურება:
10 - მაკალენი (ტეხასი)
9 - ევანსვილი (ინდიანა)
8 - ჰატისბერგი (მისისიპი)
7 - კლევლენდი (ტენესი)
6 - ჯონსბორო (არკანზასი)
5 - უიჩიტა-ფოლზი (ტეხასი)
4 - ენ-არბორი (მიჩიგანი)
3 - შერმანი (ტეხასი)
2 - მემფისი (ტენესი)
1 - ნოქსვილი (ტენესი)