რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, 53 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია 16 თებერვლის შემდეგ, რუსთავში იმავე მიზეზით გარდაცვლილ 7 ადამიანს შორის.
"სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის გახშირებული შემთხვევების მიზეზი, მოსახლეობის მხრიდან ტექნიკური ნორმების დარღვევით, თვითნებურად დამონტაჟებული წყლის გამათბობლებია.
ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მთავარ მიზეზად გაზის წყალგამათბობლებს ასახელებს ბუნებრივი აირის გამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების ხელოსანი ილია ფარცვანიაც. მისი განმარტებით, ახალი ოთახის გამათბობლების უმეტესობა ორმაგი ნამწვი აირისმილითაა აღჭურვილი და ნაკლებსაშიშია. იმავეს თქმა შეუძლებელია წყლის გამათბობლებზე, ხელოსნის თქმით, სწორედ ეს დანადგარები უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ყველაზე დიდ საფრთხეს.
Allnews.ge დაინტერესდა რა შეცდომას უშვებს მოსახლეობა წყლის გამათბობლების შეძენა-დამონტაჟებისას და რა უნდა გაითვალისწინონ მათ ამ პროცესში?
პირველ რიგში, მოსახლეობა უნდა შეეცადოს, რომ ხარისხიანი გამათბობლები იყიდოს.
საუბარია, როგორც წყლის, ისე ოთახის გამათბობელზე. სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე ისეთი გამათბობლებიც შემოდის, რომელიც საერთოდ არ არის რეკომენდებული. მაგალითისთვის ისეთი წყლის გამათბობლები, რომლებიც ჟანგბადს ოთახიდან იღებენ და ნაკლებადხარისხიანი დამცავი მექანიზმებით არიან აღჭურვილები.
როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ორმაგი ნამწვი აირის მილით აღჭურვილი გამათბობელი, რომელსაც დახურული წვის კამერა აქვს, ჟანგბადსაც გარედან იღებს და ნამწვიც გარეთ გააქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი სისტემის გამათბობლები ყველანაირად უსაფრთხოა.
საჭიროებს თუ არა აღნიშნული მოწყობილობა შემოწმებას?
როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს მოწყობილობა, დამონტაჟებიდან ორ, მაქსიმუმ სამ წელში უნდა შემოწმდეს და გაიწმინდოს. გასუფთავებისას სპეციალისტის გამოძახება აუცილებელია. გვქონდა შემთხვევები, როდესაც თანხის დაზოგვის მიზნით თუ სხვა მიზეზით, თვითონ დაუშლიათ, რაც რეკომენდებული არ არის. ჯობს დანადგარი თვითონ არ დაშალოთ.
რა ხდება მაშინ, როდესაც დანადგარი არასწორადაა დამონტაჟებული
ხარისხიან დანადგარს ისეთი მექანიზმი აქვს, რომ არასწორად დამონტაჟების შემთხვევაში, უბრალოდ, არ ჩაირთვება და არ იმუშავებს, გააგრძელეთ კითხვა