2016 წელს 60 ადამიანით გაიზარდა იმ მილიარდერების რაოდენობა, რომელთა ქონება 1 მილიარდი და მეტია.
საერთო ჯამში, მილიარდერთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 2024-ს მიაღწია.
კომპანია Knight Frank-ის ანგარიშის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში მილიარდერთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პირველად, 2008 წლის ფინანსური კრიზისი შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რაოდენობა შემცირდა.
6 340-ით 193 490 ადამიანამდე გაიზარდა მულტიმილიონერების რაოდენობა, რომელთა ქონება სულ მცირე 30 მილიონ დოლარს შეადგენს.
Knight Frank-ის პროგნოზით, მსოფლიოში მულტიმილიონერების რაოდენობა უახლოეს 10 წელიწადში 43%-ით გაიზრდება.
სიღარიბესთან მებრძოლი საერთრაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ის იანვრის ანგარიშის თანამხად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 62 ადამიანს იმდენივე ქონება აქვთ, რამდენიც 3,6 მილიარდ ყველაზე ღარიბ ადამიანს.