"კინგსტონმა" მსოფლიოში ყველაზე დიდი USB მეხსიერების ბარათი გამოუშვა

იანვარში, CES 2017-ს გამოფენაზე კომპანია ”კინგსტონმა” მსოფლიოში ყველაზე დიდი მეხსიერების ბარათების სერია ”დატათრეველერ ულთიმეით” წარმოადგინა.

კინგსტონის ახალი USB მეხსიერების ბარათი რეკორდულ ტევადობას - 2 ტერაბაიტს შეიცავს.  

ამ ეტაპზე გიგანტური მეხსიერების ბარათის ორი ვერსია იყიდება: 1 და 2-ტერაბაიტიანი. ორ ტერაბაიტიან  USB მეხსიერების ბარათზე შესაძლებელია 70-საათიანი ვიდეოს ჩაწერა, რომლის გაფართოებაც 4K გახლავთ.

ბარათი მხარდაჭერილია პლატფორმებზე ვინდოუს 10, ვინდოუს 8.1, ვინდოუს 7, macOS და ლინუქსი და Chrome OS. ერთ ტერაბაიტიანი ბარათის ფასი 1 319 დოლარია, ხოლო ორ ტერაბაიტიანი ბარათის შეძენა 2 273 დოლარად არის შესაძლებელი.