ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ზარალის დათვლა მიმდინარეობს

აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით დაზიანდა. როგორც ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეკლა ჩიჩუა აცხადებს, ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს და შედეგები მალე გახდება ცნობილი. მისივე თქმით, აქციის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის მოსაწესრიგებლად მერიის ყველა სამსახური ჩართულია.

„იმავე ღამეს დილის 5 საათიდან ბათუმის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული იყო. სანდასუფთავების სამსახურმა მიმდებარე ტერიტორიაზე მორეცხვითი სამუშაები და ნაგვის გატანა დროულად მოახერხა. სამწუხაროდ, აქციის მონაწილეებმა, ერთი ხე დაწვეს, რის გამოც მოიჭრა. დაზიანებული ფილების ჩანაცვლება, საგზაო ნიშნების გამოცვალა მოხდა. გზაგამყოფი დეკორატიული ღობეების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 25 ერთეული გზაგამყოფი დეკორატიული ღობე არის დაკარგული, რასაც უახლოეს დღეებში აღადგენენ. ფინანსური ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს და შედეგები მალე გახდება ცნობილი,“- აცხადებს თეკლა ჩიჩუა.