„რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელმა ჯგუფმა KMG International-მა გააუმჯობესა ტექნოლოგიური მუშაობა და ფინანსური შედეგები რუმინეთსა და შავი ზღვის რეგიონში კონკრეტული ოპერაციების განვითარებისა და განმტკიცების პროგრამების უწყვეტი განხორციელების შედეგად. KMG International ჯგუფი ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის KazMunayGas-ის წევრია.
გასულ წელს ნედლეულის დამუშავების 9%-იანი და რუმინეთში რეალიზებული პროდუქტის 13%-იანი ზრდით, რომელიც მის მთავარ ბაზარს წარმოადგენს, ჯგუფმა შეძლო მიეღო დაახლოებით 239 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი პროცენტების, გადასახადების, ამორტიზაციისა და ცვეთის ხარჯების გადახდამდე (EBITDA*) და წმინდა მოგება** 88 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
“2012 წელს, ჩვენ წამოვიწყეთ მასშტაბური ცვლილებების სერია KMG International ჯგუფში. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ადამიანების გუნდი, რომელიც იზიარებდა კომპანიის განვითარების ერთიან ხედვას და ყველაფერს აკეთებდა სრულიად უსიცოცხლო საწარმოს მუდმივად პროგრესირებად კომპანიად გარდასაქმნელად. ამგვარად, ძირითადი ფინანსური და საწარმოო მაჩვენებლები იზრდებოდა წლიდან წლამდე. უფრო მეტიც, გასულ წელს, ჩვენ უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ კომპანიის ისტორიაში, როდესაც კომპანიამ პირველი ნაბიჯები გადადგა KazMunayGas-სა და შავი ზღვის რეგიონში CEFC-ს (China Energy Company Limited) შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხში. ეს პარტნიორობა უზრუნველყოფს იმ სტრატეგიის მუდმივ, საშუალო და გრძელვადიან განვითარებას, რომელიც ორიენტირებულია ყაზახეთის, რუმინეთისა და ჩინეთის ინტერესების მიხედვით ფორმირებულ სპეციალურ ენერგო პროექტებზე“, განაცხადა KMG International-ის პრეზიდენტმა ჟანატ ტუსუპბეკოვმა.
ჯგუფის რეკორდული მაჩვენებლები ძირითადად განპირობებული იყო საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებით და კონკრეტული წარმოების გაუმჯობესების პროგრამებით (მწარმოებლურობის ზრდა და ღია ნავთობპროდუქტების პროცენტულობის ზრდა საერთო მზა პროდუქციაში), საოპერაციო ხარჯებით (თერმული ენერგიისა და ელექტრო ენერგიის მოხმარების შემცირება), ასევე 2014 წელს დაწყებული „ცვლილება უკეთესობისკენ“ პროგრამით.
პროგრამა გულისხმობს 2018 წლისთვის ეფექტურობის გაზრდას და გადამუშავებისთვის (ნავთობქიმიური მოქმედებები), ვაჭრობისათვის (ნედლეულის შეძენა), საცალო გაყიდვებისათვის (მარკეტინგი) და აფსტრიმისათვის (ინდუსტრიული სერვისები) დამახასიათებელი სამუშაოების მიმდინარეობის გაუმჯობესებას. ასევე, ამ პროგრამის მიზანია შეამციროს საოპერაციო ხარჯები და გაზარდოს მოგება 2014-2016 წლებში 132 მილიონი აშშ დოლარის ეკონომიკური ეფექტით, რომლიდანაც 84 მილიონი აშშ დოლარი მხოლოდ 2016 წელზე მოდის.
გადამუშავება და ნავთობქიმიკატები
განხორციელებული ინვესტიციებისა და კონკრეტული საქმიანობების გაუმჯობესებისა და განვითარების პროგრამების მუდმივად განხორციელების შედეგად, ჯგუფის საწარმოო ერთეულების მაჩვენებლები რუმინეთში დამუშავებული ნედლეულის რაოდენობის კუთხით 9%-ით, კერძოდ, 2015 წელს 5.45 მილიონიდან 5.95 მილიონამდე გაიზარდა 2016 წელს.
ამგვარად, Petromidia Năvodari-ს გადამამუშავებელმა საწარმომ, რომელიც ამ სფეროში რუმინეთის ყველაზე დიდი და რეგიონში ყველაზე თანამედროვე და კომპლექსური ერთეულია, გადაამუშავა 5.4 მილიონ ტონაზე მეტი ნედლეული გასულ წელს (15,750 ტონა/დღეში), რაც საწვავის მოცულობებზეც აისახა – 4.2 მილიონი ტონა (8%-ით მეტი). მოცემული რაოდენობიდან დაახლოებით 1.9 მილიონი ტონა საწვავის რეალიზაცია ადგილობრივად (ზრდა 13%-ით), ხოლო დარჩენილი რაოდენობის რეალიზაცია უცხოურ ბაზრებზე (ზრდა 4%-ით), ჯგუფის შვილობილ კომპანიებში - მოლდოვაში, ბულგარეთსა და საქართველოში, ასევე შავი ზღვის რეგიონში მის ტრადიციულ პარტნიორებთან მოხდა.
ამავე დროს, Vega Ploiesti-ს გადამამუშავებელმა საწარმომ, რომელიც რუმინეთში ჯერ კიდევ ოპერირებადი უძველესი საწარმოა, 8%-ზე მეტი ნედლეული გადაამუშავა (სულ 354,000 ტონა), რომელიც მოხმარების კოეფიციენტის 107%-ს შეადგენს. მან ასევე ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია ბიტუმის წარმოების (91,000 ტონა), ჰექსანის, ეკოლოგიური გამხსნელების, და ასევე დამუშავების ხარჯებისა და ტექნოლოგიური დანაკარგების მხრივ.
ნავთობქიმიურმა განყოფილებამ, რომელიც რუმინეთში პოლიმერების ერთადერთი მწარმოებელია, გასულ წელს 189, 000 ტონა ნედლეული გადაამუშავა (პროპელინი, ეთილენი) – რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 5 წლის განმავლობაში და 8%-ით მაღალი მონაცემი 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. მიღებული პროდუქტის 57% ექსპორტზე გავიდა და კომპანიამ შეძლო 3 ახალი ტიპის პოლიმერის განვითარება.
საცალო გაყიდვები და ვაჭრობა
ჯგუფის საწვავის საცალო გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია გასულ წელს (ბენზინი, დიზელი, ნავთობის გათხევადებული აირი) რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა და საქართველოში, 2.9 მილიონ ტონამდე, რაც 14%-ით მაღალია 2015 წელთან შედარებით.ეს შეფასება გაამყარა ახალი კომერციული პოლიტიკის შემოღებამ და ასევე, სადისტრიბუციო ქსელების გაფართოების პროგრამების გაგრძელებამ და „რომპეტროლის“ სადგურების რებრენდინგმა 2013 წელს დაწყებული კონცეფციის პარალელურად - რაც წარმოადგენს ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების, მოლოდინებისა და საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტილების კომბინაციას.
რუმინეთში, ნავთობ პროდუქტების საერთო გაყიდვებმა 2.6 მილიონ ტონას გადააჭარბა (13%-ით მეტი), რომელთაგან საწვავის 1.76 მილიონი ტონა (8%-ით მეტი) ადგილობრივად განაწილდა Rompetrol Downstream-ში - ჯგუფის საცალო ვაჭრობის განყოფილების საშუალებით. კომპანია ნავთობ-პროდუქტების ერთ-ერთი უდიდესი საცალო მიმწოდებელია რუმინეთში, რომელმაც 11%-ით გაზარდა საქმიანობა (1.12 მილიონ ტონამდე საწვავი).
KMG International-ის შესახებ
დაახლოებით 6,000 თანამშრომლით 11 ქვეყანაში, KMG International NV-ი ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის, KazMunayGas-ის საკუთრებას წარმოადგენს. 2007-2009 წლებში მისი შესყიდვის შემდეგ, ის გახდა ენერგო პლატფორმა, რომელიც ამ სფეროში ცენტრალური აზიის ბუნებრივ რესურსებს ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს.
რუმინეთში, KMG International-ი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და ყველაზე თანამედროვე გადამამუშავებელ საწარმოს, Petromidia Năvodari-ს ფლობს შავი ზღვის რეგიონში, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ტონა ნედლეულს ამუშავებს და ასევე Vega Ploiesti-ის გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც პოლიმერების ერთადერთი მწარმოებელია ქვეყანაში.
ჯგუფის სადისტრიბუციო ქსელი 1 000-ზე მეტ საწვავის გაყიდვის პუნქტს მოიცავს რუმინეთში, მოლდოვაში, საქართველოში, ბულგარეთში და ასევე საფრანგეთსა და ესპანეთში Dyneff-ის საშუალებით, რომელიც CEFC China Energy Limited-ის პარტნიორ კომპანიას წარმოადგენს 51/49 პროცენტიანი წილობრივი გადანაწილებით.
მისი შვილობილი კომპანია, KMG Trading-ი, ერთადერთი ოპერატორია, რომელიც KazMunayGas-ის მიერ წარმოებულ ნედლი ნავთობის ექსპორტს აწარმოებს და დამფუძნებელი კომპანიის სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებს საერთაშორისო ბაზრებზე.
* არააუდირებული ფინანსური შედეგი
** საწარმოო საქმიანობიდან მიღებული სუფთა მოგება, ხელმძღვანელობის მონაცემების მიხედვით, ერთჯერადი ხასიათის ბუნებრივი რეზერვებისა და გადავადებული საგადასახადო შემოსავლის გათვალისწინების გარეშე
(კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, KMG International)
„რომპეტროლ საქართველოს“ პრესსსამსახური
(R)