საქართველოში ერთწლიანი კულტურების მოსავალი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში სახეზეა „მკვეთრი უწყვეტი ზრდა“.
ამის შესახებ ორგანიზაცია Oxfam-ის კვლევაში ”ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გავლენა მცირე მეურნეებზე საქართველოში” არის ნათქვამი.
კვლევის თანახმად საქართველოში 2013 წელს ხორბლის საშუალო მოსავალი ერთ ჰექტარზე 1.8 ტონას შეადგენდა, ქერის კი - 1.3 ტონას ჰექტარზე, რაც 1970 წლის საშუალო დონესთან შედარებით ჯერ კიდევ დაბალია. კარტოფილის მოსავალი ერთ ჰექტარზე 11.3 ტონას, ბოსტნეულის - 8.3 ტონას, მწვანილის კი 3.9 ტონას შეადგენდა.
”ევროკომისიისათვის მომზადებული შეფასების მიხედვით, ვაშლის მოსავალი ხშირად ჰექტარზე 3 ტონას არ აღემატება, მაგრამ თუკი წარმოების პრაქტიკა გაუმჯობესდება და გარკვეულ საწარმოო რესურსში ინვესტირება განხორციელდება, შესაძლებელია, მოსავლის გაზრდა ჰექტარზე დაახლოებით 20 ტონამდე”, - ნათქვამია კვლევაში.