13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5052 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5111 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.59 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 მარტს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 14 მარტისთვის 2.6735 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 22.6650 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 14 მარტისთვის 0.6687 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6688 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 14 მარტისთვის 3.0609 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0540 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.69 შეადგინა.