მალე მფრინავი მანქანები არამარტო სამეცნიერო ფანტასტიკაში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც შეგხვდება. Pop.Up ეს არის მრავალფუნქციური სატრანსპორტო სისტემა, რომელსაც შეუძლია ხმელეთზე გადაადგილება, ფრენა ან თუნდაც Hyperloop-ის (მაღალსიჩქარიანი სატრანზიტო სისტემისა და ინოვაციური გვირაბის) საშუალებით დანიშნულების ადგილამდე მისვლა.
როგორც იდეის ავტორი ავიაციურ-კოსმოსური კომპანია Airbus აცხადებს, ინოვაციური სატრანსპორტო სისტემა აერთიანებს საავიაციო და საავტომობილო ტექნოლოგიებს და წარმოადგენს ახალი ტიპის ურბანული გადაადგილების საშუალებას. პროგრესული მანქანის შემქმნელების თქმით, ეს არის სამგზავრო ელექტრო კაფსულა, რომელსაც შეუძლია ტრანსფორმირდეს ავტომობილად, ვერტმფრენად ან დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, იქნება ეს მატარებელი თუ უახლესი სწრაფი გვირაბი.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე