სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც სამინისტროდან იუწყებიან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ, კომპანიის თანამშრომლებს გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია წარუდგინა.
”არჩილ ბუკიას დღემდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველის თანამდებობა ეკავა. წლების განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში. მათ შორის საქართველოს თანადაფინანსების ფონდში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში.
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.