„გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებაზე პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს.
კახა კალაძის განცხადებით, ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა თუ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს დეტალები, პარლამენტში არსებობს ნდობის ჯგუფი და შესაძლოა, იქ მივიდეს განმარტებების გასაკეთებლად.
„რაც შეეხება დაბარებას, მქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ეს არის კომერციული საიდუმლოება და ვფიქრობ, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად აინტერესებს გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, ნდობის ჯგუფი არსებობს, შეიძლება მივიდე, დეტალურად ვაჩვენო და ავუხსნა თუ რა ხელშეკრულებაა. თუ მათ შოუს მოწყობა სურთ, ამაზეც მზად ვარ“, - აღნიშნა კალაძემ.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საკითხთან დაკავშირებით რომელიმე არხზე გადაცემა დაიგეგმება, მზადაა მასში მონაწილეობა მიიღოს.