მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზოგიერთ კაფეში 20-21 მარტს ყავისა და ჩაის საფასურის გადახდა ლექსით შეგეძლებათ.
აღნიშნული აქცია კომპანია „იულიუს მაინლის“ ეკუთვნის.
კერძოდ, ჯამში 9 ობიექტზე სტუმრებს შეეძლებათ მივიდნენ, შეუკვეთონ იულიუს მაინლის ყავა ან ჩაი. საფასურად კი ბრენდირებულ ფურცელზე ლექსი უნდა დაწეროთ. ჩაისა და ყავის საფასურის ანაზღაურება შესაძლებელია, როგორც ცნობილი, ასევე ექსპრომტად დაწერილი ლექსით.
Pay with a poem for coffee or tea in Tbilisi cafés