სასამართლომ შპს „რუსთავის აზოტის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო.
აღნიშნული მოთხოვნით, „რუსთავის აზოტმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 20 თებერვალს მიმართა.
სასამართლომ კი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების გადაწყვეტილება მიიღო.
მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. საქმეზე კრედიტორთა პირველი კრება 2017 წლის 11 აპრილს ჩაინიშნა.