რუსული ავიაკომპანია „ნორდავია“ საქართველოში ფრენებს მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყებს.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.
მათი ცნობით, ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს სანკტ-პეტერბურგი თბილისი და სანკტ-პეტერბურგი-ბათუმის მიმართულებით, ივნისიდან დაიწყებს.
ფრენები თბილისის მიმართულებით, კვირაში ორჯერ ორშაბათს და პარასკევს; ბათუმის მიმართულებით კი ყოველ შაბათს განხორციელდება.
რუსული ავიაკომპანია ფრენებს ბოინგ 737-500 ტიპის ხომალდით შეასრულებს.