SXSW-ის კონფერენციაზე, რომელიც გასულ კვირას აშშ-ში გაიმართა, Google-მა და Levi’s-მა უჩვეულო გაჯეტი წარმოადგინეს, რომელიც ტექნოლოგიების ახალი ერის მანიშნებელი შეიძლება გახდეს.
დეველოპერებმა გააუმჯობესეს ჯინსის ჩვეულებრივი ქურთუკი და გარდაქმნეს მოწყობილობად, რომელსაც შეუძლია ურთიერთქმედება სმარტფონებთან და რიგი მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელება.
ახალი სმარტ-ქურთუკი გამოირჩევა ლამაზი ვიზუალით, ასევე ძნელად შესამჩნევი ღილით, რომელიც სმარტფონთან ურთიერთქმედების ფუნქციას ასრულებს Bluetooth-ის მეშვეობით. გარდა ამისა, ქურთუკში გაყვანილია ბოჭკო, რომელიც არ ზიანდება რეცხვისას. ერთადერთი ელემენტი, რომელიც წყალს უნდა მოარიდოთ - ღილია.
თავდაპირველი ჩანაფიქრით, ქურთუკი გაყიდვაში უკვე ამ გაზაფხულს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ დეველოპერებმა გამოშვება შემოდგომისთვის გადადეს, ვინაიდან სმარტფონებისთვის აპლიკაცია დამუშავებას საჭიროებს.