ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა ბოლო ეტაპზეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
,,ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა ბოლო ეტაპზეა. თვის ბოლომდე ეს იქნება დაანონსებული საკმაოდ საინტერესო ფორმით, სხვა მსგავს პროგრამებთან ერთად”, - აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, მზადდება “ფრონტ ოფისი”, სადაც ყველა მომსახურება იქნება თავმოყრილი. როგორც გახარიამ აღნიშნა, მეწარმე სუბიექტისთვის იქნება ერთი სივრცე, სადაც ის მივა და ყველა მომსახურებას მიიღებს.