საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში შენგენის ზონაში მოგზაურობის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის საინფორმაციო ვიდეორგოლი გამოუშვა.
ვიდეორგოლში აღნიშნულია ინფორმაცია, თუ რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის.