ქართველმა პროგრამისტებმა Google-ის შეჯიბრზე მეორე ადგილი დაიკავეს

ქართველი ახალგაზრდა პროგრამისტების გუნდმა ALL In ნიკა ჯიმშელეიშვილის, გიორგი საღინაძის, ირაკლი მერაბიშვილისა და აკაკი მამაგეიშვილის შემადგენლობით შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია Google-ის მიერ ჩატარებულ შეჯიბრზე Hashcode, რომელშიც ევროპისა და აფრიკის 2 815 გუნდი მონაწილეობდა.

ქართულმა გუნდმა შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა და პირველ აპრილს, პარიზში დასკვნით ტურში მიიღებს მონაწილეობას სხვა 50 გუნდთან ერთად.

"Hashcode არის გუნდური შეჯიბრება პროგრამირებაში. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესიონალებს. ჯერ ტარდება საკვალიფიკაციო რაუნდი და ამ რაუნდის შედეგების მიხედვით საუკეთესო 50 გუნდი გადადის ფინალში. ჩვენ მეორე პოზიციაზე ვართ. ძალიან გახარებულები ვართ შედეგით. ფინალი Google-ის პარიზის ოფისში 1-ელ აპრილს ტარდება. ფინალში მონაწილეობა ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება. ამ დღეს Google-ის თანამშრომლები პრეზენტაციებს მართავენ ახალ პროდუქტებზე, სამუშაო პროცესებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე, რომელთა მოსმენაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება," - განმარტავს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გიორგი საღინაძე.

შეჯიბრებაზე მონაწილეებმა უნდა ამოხსნან ამოცანა, რომელიც, პრაქტიკულ საკითხებზეა და რეალურ ცხოვრებაშიც აქტიურად გამოიყენება. იხილეთ გაგრძელება