15 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4910 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4854 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.56 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 მარტს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 16 მარტისთვის 2.6454 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 16 მარტისთვის 0.6678 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6630 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.48 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 16 მარტისთვის 3.0348 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0138 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 2.10 შეადგინა.