ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მწვანე თარგებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მწვანე თარგების რეკონსტრუქცია დაიწყო. როგორც მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამოფიტული მიწის ახალი განოყიერებული ფენით ჩანაცვლებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მწვანე თარგების რეკონსტრუქცია ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. პროცესი მაისის ბოლოს დასრულდება.

როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურიდან იუწყებიან, პროექტით გათვალისწინებულია დეკორატიული სანათების დამონტაჟება, იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეების, ლეილანდების, არიზონას კვიპაროსების, ჯუჯა ფოტინიებისა და ვარდების დარგვა, ძეგლის მიმდებარე ტერიოტირაზე დაიგება მწვანე საფარი.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურთან ერთად სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მწვანე სახლი“ ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება 155 000 ლარია.