საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ საქართველოდან 2017 წლის კლასის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად (YGL) დასახელდა. შედეგად, ზამბახიძე 5 წლის მანძილზე Young Global Leader-ის ფორუმის აქტიური წევრი იქნება.
ასი მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი, ბიზნესის ლიდერი, სოციალური მეწარმე, ტექ-პიონერი, მოაზროვნე და პოლიტიკის შემქმნელი - ყველა 40 წელს ქვემოთ - უკვე აღიარებულნი არიან 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ, როგორც წლევანდელი ახალგაზრდა გლობალური ლიდერები (YGL).
YGL-ის 2017 წლის კლასის 54% ქალია და უმრავლესობა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან არის შერჩეული. ისინი წარმოადგენენ მათი თაობის საუკეთესო პროფესიონალებს.
YGL-ის მიმდინარე წევრები და კურსდამთავრებულები არიან მთავრობების წევრები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეანტები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები. YGL-ის კურსდამთავრებულებს მოეთხოვებათ ერთმანეთთან მუშაობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რათა მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს უმძიმესი პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტაში.
“ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერები ერთად წარმოადგენენ მათი თაობის საუკეთესო მაგალითს და ხელს უწყობენ მდგრადი სოციალური ინოვაციების ახალი მოდელის შექმნას," - განაცხადა ჯონ დუტონმა.
ფორუმი Young Global Leaders არის საზოგადოება, რომელშიც 900-ზე მეტი განსაკუთრებული უნარების ახალგაზრდა ლიდერები არიან გაწევრიანებულნი. თამამი, გამბედავი და ქმედებაზე ორიენტირებული ადამინები იღებენ ვალდებულებას, დათმონ როგორც მათი დრო, ასევე ნიჭი, რათა მსოფლიო გახადონ უკეთესი.
ყოველ წელს, ფორუმის წევრების გადაწყვეტილებით, დაახლოებით 200 გამორჩეულ ახალგაზრდა ლიდერს აქვს პატივი მათი პროფესიული მიღწევების გათვალისწინებით, ხელი შეუწყონ მსოფლიოს მომავლის ჩამოყალიბებას.