სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის დებულების პროექტი შეიმუშავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, დროებითი კომისიის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ, კომისიის საქმიანობის, უფლებამოსილების, ფუნქციებისა და კომისიის კომპეტენციის სფეროს განკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია კომისიის წევრებს გააცნო.
„სხდომაზე დღესვე, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩიეს. დეპუტატებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ხათუნა გოგორიშვილის, კომისიის მდივნად კი ნინო წილოსანის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.