’’პრივატ ამბულანსი’’ - სიახლე სამედიცინო სფეროში

ქართულ სამედიცინო ბაზარზე ახალი კომპანია „პრივატი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლისთვის სრულიად ინოვაციურ, მრავალფუნქციურ, სასწრაფო და გეგმიურ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს ბინაზე.

ბაზარზე არსებული ჭარბი მოთხოვნისა და არასაკმარისი მომსახურების გამო გადაწყვიტა კომპანიამ აღნიშნული მომსახურების შეთავაზება. კომპანიის მენეჯმენტს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით მართვის, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მენჯემენტის და ადმინისტრირების დიდი გამოცდილება გააჩნდა.

ბაზრის დეტალური ანალიზის გარეშეც თვალსაჩინო იყო, რომ არსებული მომსახურება არასაკმარისი და ნაკლებად ხარისხიანი იყო. არსებობდა სახელმწიფო სასწრაფო დახმარების უფასო სერვისი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე კერძო კომპანია, რომლებსაც განვითარების, ყოველდღიურ რეჟიმში სერვისის გაუმჯობესების და მაღალი სტანდარტების დანერგვის ინტერესიც კი არ გააჩნიათ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბაზარზე კონკურენცია, ფაქტობრივად, არ არსებობს.

იდეის დაბადებიდან მის განხორციელებამდე, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა შემდეგ კითხვებზე საპასუხოდ:

- რა ტიპის მომსახურებას ვისურვებდით?

- როგორი ხარისხით?

- რა ფასად?

თითოეული კითხვის საპასუხოდ დადგინდა სამიზნე მომხმარებლის მოთხოვნები და კომპანიამ სწორედ ამ ინფორმაციაზე მოახდინა სწორება. საბოლოოდ კი შეიქმნა მომსახურება, რომელსაც დღეს „პრივატ ამბულანსი“ მომხმარებელს სთავაზობს და ის შემდეგნაირად გამოიყურება:

- სრულიად ინოვაციური, მრავალფუნქციური, სასწრაფო და გეგმიური მომსახურება ბინაზე;

- უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებები;

- მაღალკვალიფიციური, პროფესიონალთა გუნდი, რომელთა პერმანენტული გადამზადება კომპანიის საქმიანობის ჩვეული და თანმდევი პროცესია;

- ხარისხის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა კომპანიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს;

„პრივატ ამბულანსი“, სტანდარტული სასწრაფო დახმარების პარალელურად, უზრუნველყოფს:

- საკონსულტაციო-დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სამედიცინო დახმარებას ბინაზე როგორც ზრდასრული კონტიგენტის, ასევე ბავშვებისათვის;

- მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტების კონსულტაციასა და დანიშნულების გაცემას ბინაზე;

- ლაბორატორიული კვლევების ორგანიზებას ბინაზე;

- რენტგენოლოგიურ და ულტრაბგერით კვლევებს ბინაზე;

„პრივატ ამბულანსის“ სერვისების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

• 24/7 ცხელი ხაზის სამსახური;

• სამედიცინო კონსულტაცია 24/7 (უზრუნველყოფა ხორციელდება სადღეღამისო რეჟიმში ჩვენი კვალიფიციური ზოგადი პროფილის ექიმების დახმარებით;

• სტანდარტული გამოძახება;

• ვიწრო სპეციალობის კვალიფიციური ექიმების მომსახურება ბინაზე (თერაპევტი, პედიატრი, ნევროლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოტოლარინგოლოგი);

• ტრანსპორტირება (ჰოსპიტალიდან ჰოსპიტალში);

• ტრანსპორტირება (სახლიდან ჰოსპიტალში და პირიქით);

• ტრანსპორტირება (ქვეყნის ფარგლებს შიგნით);

• ევაკუაცია (ან მისი ორგანიზება) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

• რეპატრიაცია;

• კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება შესაბამისად აღჭურვილი ავტოტრანსპორტითა და რეანიმატოლოგით;

• პატრონაჟი (სანიტარული დამუშავება, სამედიცინო პროცედურებისა და დანიშნულების უზრუნველყოფა);

• ულტრასონოგრაფია (ულტრაბგერითი კვლევა);

• კარდიოგრაფია;

• ექსპრეს ლაბორატორია (გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი);

• რენტგენოგრაფია;

• ვაქცინაციის კონსულტირება და ორგანიზება;

• მედიკამენტებით უზრუნველყოფა (უკვე დანიშნული და ან ჩვენი ექიმის მიერ ადგილზე, შესაბამისი ჩვენების თანახმად დანიშნული მედიკამენტების ტრანპორტირება/ადგილზე მიწოდების სერვისი; ასევე იმ მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელთაც არ სჭირდება რეცეპტი);

• კრიტიკული შემთხვევების მართვა (სამედიცინო ევაკუაციის გეგმის (ERP) თანახმად);

კომპანიის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამედიცინო ტურიზმი, რომელიც გულისხმობს: მკურნალობისა და კვლევების ორგანიზებას საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის, მკურნალობისა და კვლევების ორგანიზებას საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის; პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებას მთელი საქართველოს მასშტაბით, პაცინტების სამედიცინო ტრანსპორტირებას კლინიკიდან კლინიკასა და კლინიკიდან ბინაზე და რეპატრიაციას.

კომპანიას ბაზარზე არსებული მომსახურებასთან შედარებით ცალსახა უპირატესობა გააჩნია შემდეგი მიმართულებებით: მომსახურების მაღალი ხარისხი, ოპერატიულობა, მრავალპროფილური ბრიგადები, მაღალკვალიფიციური (მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული) გუნდი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების (BLS; ALS; PHTLS;) შესაბამისად დატრენინგებული ექიმები და მძღოლები, უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შესაბამისად აღჭურვილი ავტოტრანსპორტი (მათ შორის მაღალი გამავლობის მაღალმთიანი რეგიონალური ტერიტორიული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით), მომსახურების მრვავალფეროვანი სპექტრი, გამოძახების ადგილზე დაყოვნების შეუზღუდავი დრო, კომპანიის დაზღვეული პასუხისმგებლობა, რომელიც ვრცელდება ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ექიმზე.

სამწუხარო რეალობაა, რომ რაც დღეს თავისთავად უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, ჩვენ დავნერგეთ როგორც „მომავლის“ სერვისი. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა მიზანი, რომ ყოველთვის შევინარჩუნებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნიშნულს და ვეცდებით, მომსახურების ამ სფეროში ვიყოთ საზომი ერთეული, რომელზეც მოახდენენ კონკურენტები სწორებას. საბოლოოდ, ერთადერთი „ბენეფიციარი“ - მოსახლეობა მიიღებს ისეთ მომსახურებას, რომლის მოლოდინიც გააჩნია.

ინფორმაციისთვის დარეკეთ : 2 22 02 20

https://www.facebook.com/Private.com.ge/?ref=page_internal&hc_ref=PAGES_TIMELINE

(R)