2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში SCAT Airlines აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 26 მარტიდან ავიაკომპანია ოპერირებას კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად, 5 სიხშირით განახორციელებს. ფრენები Boeing B737 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მარტს მიენიჭა.
SCAT Airlines საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 2006 წლიდან ახორციელებს.