თორნიკე დარჯანიამ 2 500 ვატის სიმძლავრის მზის პანელები და 1 500 ვატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური საკუთარი სახლის სახურავზე დაამონტაჟა, შესაბამისად, ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებს.
მზის პანელები ამჟამად აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებს და მზიან დღეში დაახლოებით, 15 კილოვატს გამოიმუშავებს.
"2 500 ვატიანი სიმძლავრის მზის მიკრო ელექტროსადგური ჩვენი ოჯახის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. მზის პანელების ღირებულება 5 000 ლარია,"- განმარტავს ის. რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურს, ის ქსელში უკვე ჩართულია, თუმცა ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და თორნიკე მომავალში მის განახლებასაც გეგმავს.
"როდესაც შესაბამისი ბუნებრივი პირობებია, ქარის ელექტროსადგური, ერთ საათში 1,5 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი ღირებულება, დაახლოებით 2 700 ლარია,"-აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ალტერნატიული ენერგიის გამოყენება ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის გადასახადის დაზოგვის საშუალებას იძლევა. იხილეთ გაგრძელება