ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისათვის ინვესტორების შერჩევა მარტის ბოლოსთვის გადაიდო.
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობით 3 კომპანიაა დაინტერესებული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვინაიდან სამივე ინვესტორმა მსგავსი პირობები წარადგინა, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ინვესტორთა შერჩევის მეორე ეტაპი გამოაცხადა.
გამარჯვებული კომპანია მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დასახელდება. მათივე ცნობით, კომპანიას, ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისათვის 12-დან 18 თვემდე დასჭირდება.
ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ინვესტორის შერჩევა 6 მარტს უნდა დასრულებულიყო. ზესტაფონში ქარის ელექტროსადგური სავარაუდოდ, 150 მეგავატი სიმძლავრის იქნება. საერთო საწარმოს თავდაპირველი საწესდებო კაპიტალი 400 000 ლარს უნდა შეადგენდეს.