უნგრეთის მთავრობამ 2015 წლის თბილისის წყალდიდობით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 32 000 ევრო გამოყო.
როგორც უნგრეთის საელჩო იუწყება, ხვალ უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო უნგრეთის მთავრობის სახელით ხელს მოაწერს შეთანხმებას 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
„უნგრეთის მთავრობამ 32 000 ევრო გამოყო წყალდიდობით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ეს გრძელვადიანი პროექტია და ბავშვებს დაეხმარება "ბავშვთა მოქნილობის პროექტის" მეშვეობით, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო წითელი ჯვრის ფედერაციის ბავშვთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სარეკომენდაციო ცენტრის მიერ“, - აცხადებენ საელჩოში.