ზოგიერთი საელჩო, 28 მარტის შემდეგ, გამგზავრების მსურველების განაცხადს ვიზაზე აღარ იღებს.
"ფეისბუქზე" გარცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები ვიზისთვის განაცხადს აღარ იღებენ, ამის მიზეზად კი ვიზალიბერალიზაციის მოახლოვებას ასახელებენ. Allnews.ge-მ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა.
როგორც გაირკვა, მხოლოდ ორ საელჩოში - ჩეხეთისა და ლიტვის საელჩოებში აღარ იღებენ იმ განაცხადებს, რომლებიც 28 მარტის შემდეგ გამგზავრებას ეხება. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ქვეყნების საელჩოებს, ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
რა შემთხვევაში შეიძლება არ მოგვცენ ევროპაში ჩასვლის უფლება ვიზალიბერალიზაციის პირობებში
შეგახსენებთ, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდება. უვიზო რეჟიმი გულისხმობს, თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ, ევროკავშირის 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
ასევე იხილეთ: რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლით სარგებლობა
წყარო ALLNEWS