ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის პირველი კორპუსის წინ ბუკინისტური წიგნების გაყიდვა არ აიკრძალება.
"ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უარყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თსუ-ს წინ ბუკინისტური წიგნების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე.
"უნივერსიტეტის წინ მყოფ ბუკინისტებს ტერიტორიის დატოვება მოუწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წიგნებთან ერთად სხვა ნივთებსა და პროდუქციას გაყიდიან. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს გარევაჭრობის აკრძალვის წესი", - გვითხრეს მერიის ზედამხედველობის სამსახურში.