არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 1-დან 5 თეთრამდე გაიაფდა.
მას შემდეგ, რაც მთავრობამ საწვავზე აქციზი გაზარდა, ეს ბენზინზე ფასის კლების პირველი შემთხვევაა.
ზოგიერთ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე დიზელის ფასი 2-5 თეთრით შემცირდა. ამ დროისთვის დიზელის ფასი 1,77 ლარიდან 1,82 ლარამდე მერყეობს. 2-4 თეთრით შემცირდა ევრო დიზელის ფასი და მისი ღირებულება 1,89 ლარის ნაცვლად 1,85 ლარსა და 1,87 ლარს შორისაა. 3 თეთრით გაიაფდა რეგულარი, რომლის ფასმაც 1,95 ლარიდან 1,92 ლარამდე დაიწია, 2 თეთრით გაიაფდა პრემიუმი და მისმა ფასმა 2,07 ლარის ნაცვლად 2,05 ლარი შეადგინა. ევრო რეგულარის ფასი 1-2 თეთრით შემცირდა და 1,89 ლარიდან 1,97 ლარამდე მერყეობს.