საბაჟო გამშვებ პუნქტში ”ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქის , ზ.ს-ს ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერებისას, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება - „ვერცხლისწყალი“ (25 მგ.) აღმოუჩინეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.