მეტროს სადგურების „ახმეტელის თეატრი“ - „სარაჯიშვილის“ მონაკვეთზე შეფერხება აღმოფხვრილია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროს სადგურების „ახმეტელის თეატრი“ - „სარაჯიშვილის“ მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოფხვრილია.

”თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ თბილისის მეტროს სადგურების „ახმეტელის თეატრი“-„სარაჯიშვილის“ მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოიფხვრა 17:45 საათზე და მოძრაობა სრულად აღდგენილია თბილისის მეტროს პირველ ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი).

13:35 საათიდან ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები არ გადაადგილდებოდა სადგურებზე - „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი”, - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.