უნგრეთის ბანკმა საქართველოს დასახმარებლად 85 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი გახსნა , - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ გაღრმავდება.
„უნგრეთის საკრედიტო ბანკმა გახსნა 85 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველო-უნგრეთის ბიზნესთანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ყოველწლიურად 50 ქართველ სტიპენდიანტს ვაფინანსებთ და იმედია, ისინი ისარგებლებენ ამ შეთავაზებით და გახდებიან ჩვენი მეგობრობის ელჩები ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა სიიარტომ.