საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამის შედეგად 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა გალარების პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
„ამ პროგრამის შედეგად 60 მილიონი დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მივიღეთ. ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ძალიან მოვინდომეთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. 4 500 ოჯახი ამ პროგრამის შედეგად არის დაზღვეული შემდგომი სავალუტო კურსის რყევებისგან. გარდა ამისა, ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, დაეხმარება გალარების პროცესს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 100 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
გალარების პროგრამა დღეს სრულდება.