შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განმარტებით, საქართველოში ნასამართლევი და პრობაციონერი პირები უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ.
როგორც ხუციშვილმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქმე ეხება პირებს, რომლებიც საქართველოში გასამართლდნენ.
”მოქალაქე, რომელიც ნასამართლევია და არანაირი პრობლემა არ აქვს, სხვა ყველა პირობას აკმაყოფილებს, ჩვეულებრივ შეუძლია წავიდეს და დაათვალიეროს ევროპა. ამ კუთხით პრობლემა არ არის. რაც შეეხება პრობაციას, აქ ვრცელდება ქვეყნის შიდა წესები. თუ პრობაციის სააგენტო მას მისცემს უფლებას, რომ გადაიხადოს გადასახადი და გავიდეს ქვეყნიდან, ექნება ფინანსური მდგომარეობა, არ იქნება რისკები და დაბრუნდება საქართველოში, პრობლემა არ შეექმნება. თუმცა განვმარტავ, რომ აქ საუბარია საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე და არა სხვა ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულზე“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.