თბილისის მერიას სურს, კვარტლებს შორის ბიუჯეტის ასიგნებებით წარმოდგენილი თანხები საკრებულოს გვერდის ავლით გადაანაწილოს , - ამის შესახებ საკრებულოში დღეს ჟურნალისტებს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ფრაქცია „ეროვნული ფორუმის წევრმა“ შორენა ბუხრაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულოში საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტია შესული, რომლის თანახმადაც, მერიას სურს ბიუჯეტში ცვლილებები ისე განახორციელოს, რომ საკრებულოს არ ჰკითხოს.
„ბიუჯეტი ითვალისწინებდა, რომ კვარტლებს შორის თანხის გადანაწილება საკრებულოს საფინანსო კომისიაზე განხილულიყო და შემდგომ მისი დასკვნის საფუძველზე განეხორციელებინა მერიას აღნიშნული ცვლილებები. მერიას სურს, ეს მუხლი ამოიღოს და იგი საფინანსო სამსახურს დააკისროს, ისე, რომ საკრებულომ თავისი დასკვნა არ დადოს“, - განაცხადა ბუხრაშვილმა.
მისივე თქმით, საკრებულოში დღეს გამართულ შეხვედრაზე ამ მხრივ მოსალოდნელ ცვლილებებზეც ისაუბრეს.