ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4817 ლარი გახდა

17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4817 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.22 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 18 მარტს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 18 მარტისთვის 2.6720 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6844 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.24 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 18 მარტისთვის 0.6871 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6839 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.32 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 18 მარტისთვის 3.0731 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.28 შეადგინა.