ქართულ ბაზარზე ახალი სამშენებლო კომპანია „რენესანს დეველოპმენტ გრუპი“ შემოვიდა

ბათუმი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში - "ქართულ სინგაპურსაც" უწოდებენ, მშენებლებისა და ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ქალაქის სტატუსს ისევ ინარჩუნებს.

მნიშვნელოვნად შეცვლილმა ბათუმმა, ქალაქის გაზრდილმა მასშტაბებმა და მშენებლობის ბუმმა, კიდევ ერთ უცხოურ საინვესტიციო ჯგუფს გაუჩინა ინტერესი, ბათუმის მშენებლობაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„გზა ახალი ცხოვრებისკენ“- ამ სლოგანით, ქართულ ბაზარზე ახალი სამშენებლო კომპანია „რენესანს დეველოპმენტ გრუპი“ შემოვიდა. უცხოურმა კომპანიამ საქართველოში პირველი მშენებლობა ბათუმიდან დაიწყო.

7 სართულიანი, ელიტარული სახლი, ქალაქის შუაგულში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ევროპის მოედანთან, ბათუმის პიაცასთან, ქალაქის მერიასთან, მაღალი კლასის სასტუმროებთან და სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებთან ახლოს შენდება.

კომპანია მყიდველს, ბიზნეს კლასის საცხოვრებელ ბინებს გამორჩეული არქტიტექტურის სახლში სთავაზობს. ნათელი და მზიანი ბინების აივნებიდან ხედი ძველ ბათუმს გადაჰყურებს. სახლს გამწვანებული ეზო ექნება და რაც მთავარია, არ მოგიწევთ ფიქრი - სად გააჩეროთ ავტომანქანა. საცხოვრებელი სახლი მიწისქვეშა პარკინგით შენდება. პირველი სართული სრულად კომერციული ობიქეტებისთვისაა განკუთვნილი. აქ განთავსდება კაფეები, ფაბი, მაღაზიები და სხვადასხვა ოფისები.

მშენებლობა ორი ეტაპისგან შედგება. ორი, 7 სართულიანი სახლი ერთმანეთის გვერდიგვერდ შენდება. მშენებლობა, რომელიც უკვე დაწყებულია, 44 ბინას მოიცავს და 2018 წლის ივნისში დასრულდება. მეორე ეტაპზე კი 36 ბინიანი სახლის მშენებლობა დაიწყება.

ბინების შერჩევა მშენებარე კორპუსში, 30 კვარდატული მეტრიდანაა შესაძლებელი და ერთი კვადრატული მეტრის ფასი 800 დოლარიდან იწყება.

bpnბინის შესაძენად მსურველს შეუძლია ისარგებლოს როგორც ბანკის იპოთეკური სესხით, ასევე შიდა განვადებით. შიდა განვადების შემთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 30%-ს. განვადების ვადა კი 2018 წლის ივნისამდე, ანუ მშენებლობის დასრულებამდე გრძელდება.

როგორ ბარდება ბინები? კომპანია მსურველს არჩევანის საშუალებას უტოვებს. ინდივიდუალურად განიხილავს კონკრეტულ პირობას, შესაძლებელია საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების, ე.წ. „თეთრი კარკასით“, ან სრული რემონტით ჩაბარება. ასევე შესაძლებელია მყიდველმა შეიძინოს ბინა „შავი კარკასის“ მდგომარეობით.

რატომ აირჩიეს ბათუმი ინვესტირებისთვის, რატომ ქალაქის ცენტრი ბინათმშენებლობისთვის და როგორი გეგმა აქვს კომპანიას, რომლიც ბათუმში მნიშვნელოვანი პროექტით შემოვიდა, ამ შეკითხვებზე „რენესანს დეველოპმენტ გრუპის" ხელმძღვანელი, გია ანჩაბაძე ასე გვპასუხობს:

„მშენებლობის სურვილი, სწორედ ბათუმში დაგვეწყო ბინათმშენებლობა, განაპირობა იმ ტემპმა, რითიც ქალაქი ვითარდება. ჩვენი მიზანი ძველი ბათუმის გაკეთილშობილებაა, ამიტომ ქალაქს შევთავაზეთ არქიტექტურულად მიმზიდველი, ელიტარული საცხოვრებელი სახლი, რომელსაც შიდა გეგმარებაც საინტერესო აქვს და მეორე მხრივ, საუკეთესო ცხოვრების პირობები იმ ოჯახებს, რომელებიც ამ ადგილას ცხოვრობდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძველ ბათუმში მშენებლობა დიდი პასუხისმგებლობაა და გვინდა რომ ქალაქის ეს ნაწილი კიდევ უფრო ლამაზი გავხადოთ“,-აღნიშნა გია ანჩაბაძემ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული აქცენტი მშენებლობის ხარისხზე კეთდება.

„ყველა ეტაპის სამუშაოს ჩვენთან პროფესინალთა გუნდი ახორციელებს. ხარისხი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სამშენებლო მასალები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს, ვიყენებთ საქართველოში წარმოებულ მასალებსაც. მშენებლობის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება. ვაშენებთ ენერგოეფექტურ სახლს, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს (საშუალოდ ეს ციფრი 40%-ია)“,- აცხადებენ კომპანიაში.

„რენესანს დეველოპმენტ გრუპი“ მომდევნო ეტაპზე, ზღვისპირა ქალაქში და, არა მხოლოდ, მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად ემზადება. კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტების მზადება უკვე დაწყებულია. „გზა ახალი ცხოვრებისკენ“ - თქვენი ასარჩევია.

(R)